16 ივნისი 2024,   02:57
ვრცლად
წყალტუბოში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

წყალტუბოში 17 წლის მოზარდს ეძებენ, რომელსაც ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ სოფელ ლეხიდრისთავში მოხდა.

ბიჭის გადასარჩენად წყალში მისი მამაც შევიდა თუმცა მდინარიდან ამოყვანა ვერ შეძლო და ნაპირზე მარტო დაბრუნდა.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მაშველების ჩართულობით გრძელდება.

დღის ამბები