ლას ვეგასში გრემის რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა - მუსიკალურ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაყურებელს უკრაინის ყველა შესაძლო საშუალებით მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის გამოსვლას მუსიკოს ჯონ ლეჯენდის პერფორმანსი მოჰყვა, სადაც მან სიმღერა "თავისუფალი" უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.