აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან გორის ქალთა გუნდი შეირჩა.
სამხატვრო ხელმძღვანელის, Teona Tsiramua-ს გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები "ეგზერსისი" და "ლაშარის გზაზე" ეკუთვნის კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).
ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს. ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ისტორიაც.