ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" გრძელდება.
დღევანდელ კონცერტზე ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები წარდგებიან. მათთან ერთად, ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" დაუკრავს. კონცერტის პროგრამაშია "მარია ბუენოს-აირესიდან".
მუსიკალური საღამო ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამით გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის პროფესიონალ მუსიკოსებს.
წლევანდელი "ღამის სერენადები" ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით იმართება,