მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Facebook-ის მომხმარებელმა ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ატვრითა. როგორც ის აღნიშნავს, ფოტო მეტროსადგურ "დელისის" ტერიტორიაზეა გადაღებული.
"რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს.