ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქობულეთში - ორ კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. ასევე დაზიანდა კორპუსის ეზოში მდგარი მანქანები.
მუნიციპალიტეტის გარკვეულ ნაწილს შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
გვიან ღამით ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა სხვადასხვა სოფლებში. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს ეკიდა, რომელიც ქარის გამო მალე გავრცელდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდა.