თეა წულუკიანი ველისციხის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროცესის დასრულების შემდეგ შენობა მულტიფუნქციური გახდება და რეგიონის მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებს.
"ჩვენს სტუდენტებს, შევთავაზეთ ველისციხის თეატრისთვის დადგმის დაფინანსება, უკვე 5 სტუდენტი გამოგვეხმაურა, ინტერესი არის საკმაოდ მაღალი.
ჩვენ შევძლებთ, რომ რეაბილიტირებულ თეატრში ჩვენმა სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა პრემიერაც ითამაშონ.კულტურის სამინისტრო ყოველთვის არის ახალგაზრდების გვერდით,"-აცხადებს თეა წულუკიანი.