27 აგვისტო 2026,   05:58
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებმა ბათუმში კონსერვატიული პარტიის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს და ოფისში მყოფებს ოყნა მიუტანეს

ბათუმში კონსერვატიული პარტიის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ პარტიის ოფისს საღებავი შეასხა და ოფისში მყოფებს ოყნა მიუტანა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტია საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს, ამას კი საზოგადოება არ შეეგუება.

აქცია-პერფორმანსს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.კონსერვატიული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მომხდარს ბინძური პროვოკაცია უწოდა.

დღის ამბები