20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"კინწისკვრით გამოვყრით მაგრამ დამიჭერენ​, ამიტომ ცივილურად ჩავუტარებთ მასტერკლასს"- გურულები "ალტ-ინფოს" ისევ დაუპირისპირდნენ 

გურიაში "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და მისი დახურვა მოითხოვეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, არ დაუშვებენ რუსული ინტერესების გამავრცელებელმა, ანტისახელწიფოებრივმა და საფრთხის შემცველმა პარტიამ გურიაში იმუშაოს.

"ვივლით ყოველ დღე და გვეყოლებიან მორალური წნეხის ქვეშ, მომცეს პოლიციამ პირობა, რომ არ დამიჭერს და კინწისკვრით გამოვყრით ყველას, მაგრამ დამიჭერენ და ესენი გაბოგინდებიან, ამიტომ ამათ ცივილურად და დემოკრატიულად ჩავუტარებთ მასტერკლასს, მაინც დავხურავთ,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტიმოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრი ირმა გორდელაძე. 

მხარეებს შორის პოლიციის კორდონი დგას. აქციის მონაწილეები და კონსერვატიული მოძრაობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები