06 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
ითხვისის მაღაროში 30 წლის მაღაროელი დაიღუპა - "ჯორჯიან მანგანეზის" ცნობით, დაწყებულია გამოძიება

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, 30 წლის მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

"კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.

"ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები