06 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და "აზოვის" პოლკმა მარიუპოლის პორტიდან 500-მდე მებრძოლის ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს და "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შეიყვანეს

მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და "აზოვის" პოლკმა მარიუპოლის პორტიდან 500-მდე სასაზღვრო მოსამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს და "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შეიყვანეს - ინფორმაციას 36-ე საზღვაო ბრიგადის ოფიცრის განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლები ჯავშანტექნიკით საზღვაო პორტის ტერიტორიაზე გავიდნენ, სადაც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები და ეროვნული პოლიციის რამდენიმე განყოფილები თანამშრომლების იმყოფებოდნენ. 

როგორც უკრაინულ მედიაში აღნიშნავენ, დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელებისას უკრაინულმა მხარემ საოკუპაციო ძალებს სერიოზული ზიანი მიაყენა. 

დღის ამბები