აღდგომის დღესასწაული იზეიმეს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. საზეიმო წირვა-ლოცვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა აღასრულა. მეუფემ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
მან ქადაგებაში ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული კაცობრიობისთვის.