სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ხუთივე პირის მიმართ, პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატები კი ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას ამზადებენ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი უფლებადამცველი ძალადობის პროვოცირებაში თავად პოლიციელს ადანაშაულებს.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.