ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის სასმოსელში შემოსილი პირი. ფაქტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა. საპატრიარქომ კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის მორჩილის ქმედებების გამო ეპარქიას რეაგირება დაავალა.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
"როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.