27 აგვისტო 2026,   00:26
ვრცლად
"იუდა, იუდა" - წაჩხურუს ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით

დილიდან მარტვილის სოფელ სალხინოში ხმაურია. წაჩხურუს ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით -"იუდა, იუდა" დახვდნენ და მას სიმბოლურად ხურდები შეაყარეს. როგორც მათ განმარტეს, მიტროპოლიტ სტეფანეს და მის გარემოცვას, მხოლოდ ფინანსური მდგომარეობა აინტერესებს და არა ის დღესასწაული, რომელიც დღეს წაჩხურუში უნდა გაიმართოს. 

ამას წინ უძღოდა წაჩხურის მონასტერში "ჩოხოსნების" მისვლა, რომლებმაც განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვა აუკრძალეს ადგილიდან ააყენეს და თავად დაიკავეს ტერიტორია.

დღეს მარტვილში წაჩხურობას აღნიშნვენ. წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ, მოსალოცად უშვილო წყვილები მიდიან. ისინი წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, მათ თან ხის აკვნები და თოჯინები აქვთ.

დღის ამბები