03 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
დაპირისპირება ტორპედო-დინამოს მატჩზე - მაყურებლებმა ჯერ ნივთები ისროლეს შემდეგ კი მოედანზე შეიჭრნენ

ქუთაისში ტორპედო-დინამოს მატჩი ჩხუბით დასრულდა. ერთმანეთს, როგორც მაყურებლები, ასევე ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი თამაშის დასასრულს, დამატებით დროში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოხდა. მაყურებლებმა ჯერ ნივთები ისროლეს შემდეგ კი მოედანზე შეიჭრნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.

ქუთაისელების უკმაყოფილება თამაშის მიმდინარეობამ და შედეგმა გამოიწვია. თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.

დღის ამბები