27 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი "ჰეროინი" ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" ამოიღო. დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ოპერაცია წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარდა, აიყვანეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები