ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის მეჩეთში საქართველო მუფთმა,ადამ შანთაძემ აღავლინა.
ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, ასევე ბათუმის მერმა მიულოცეს.
ბაირამის დღესასწაულამდე მუსლიმები ერთთვიან მძიმე მარხვას იცავენ,მარხვის დასრულების შემდეგ კი რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.