ვრცელდება ვიდეოკადრები ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკივის (ხარკოვი) ოლქის სოფლებიდან.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსი ჯარისკაცებისგან გასულ კვირაში ხარკივის 11 სოფელი გაათავისუფლეს.
ტერიტორიების ნაწილი 2 თვის განმავლობაში ოკუპირებული იყო. რეგიონში შესულმა უკრაინელმა სამხედროებმა სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცების ცხედრები ნახეს.