25 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
მეტი თავისუფლება და ჰარმონია - როდის იხილავს მაყურებელი "სუხიშვილების" ახალ პროექტს 

მოძრაობები, რომელიც ილეთებთან ერთად, მეტ თავისუფლებას, ჰარმონიას და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს მოცეკვავეს - ეს "ქარაბშაა". ასე ჰქვია პროექტს და იმ ცეკვას, რომელსაც ახლა, ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები” ასრულებს.

მაყურებელი ცეკვის საბოლოო ვარიანტს, კონცერტის დღეს ნახავს. 

"ქარაბშაშიექპერიმენტულია მუსიკაც. აკუსტიკურ, რიტმულ ჟღერადობას, შესაძლოა ელექტრონული მუსიკაც დაემატოს, რაც კარგად ნაცნობ, ძველ ქართულ ჰანგებს ახალ, თანამედროვე ელფერს შესძენს.

"სუხიშვილების" თითოეული საცეკვაო ილეთი, ქართულ მოტივზეა აგებული. "ქარაბშაში" ყველა მოძრაობა ხალხურია. ხალხური, ნაციონალური ცეკვა კი, თანამედროვე მოძრაობებით ილიკო სუხიშვილის თავისუფალი იდეებით ტრანსფორმირდება. 

პროექტი "ქარაბშა" მაყურებელმა პირველად ერთი წლის წინ ნახა, მას შემდეგ კი დაიხვეწა იდეები, მოძრაობები და ახალ ცეკვებს, რომელიც ქართული ფოლკლორიდან იღებს სათავეს, მაყურებელი 7 მაისს კიდევ ერთხელ იხილავს.

დღის ამბები