15 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ეტაპი დაიწყო - გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ამ ეტაპზე 500-მდე ადამიანია გამოყვანილი

გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ეტაპი დაიწყეს. ინფორმაცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა.

"ამ ეტაპზე საერთო ჯამში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა შეუბრალებელი თავდასხმებისგან, ასევე წყლის და საკვების დეფიციტისა და ანტისანიტარიისგან. ევაკუირებულებმა გაეროს მისიის წარმომადგენლებს ტრაგიკული ისტორიები გაუზიარეს - დედები, ბავშვები, ბებიები და ბაბუები საკუთარ ტრავმებზე ყვებიან. ზოგიერთ მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. 

ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსა და კიევთან კოორდინაციით მივაღწევთ ხშირ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად კორიდორების მოსაწყობად," - განაცხადა გუტიერეშმა.

დღის ამბები