გერმანიის კანცლერის თქმით, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ვერც მოიგებს. ვარშავაში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 130 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. შოლცის თქმით, აღნიშნული თანხა უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება.
შოლცს სატელეფონო საუბარი ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ლიდერები უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ .