გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის ელჩმა, ლინდა თომას გრინფილდმა, საბჭოს წევრებს მოუწოდა, ნუ საუბრობენ იმაზე, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს, რადგან კონფლიქტზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი მხარე - რუსეთია, წევრებმა კი ცალსახად უნდა მოუწოდონ მას, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
"3 თვის წინ, რუსეთის წარმომადგენლებმა ამ საბჭოს უთხრეს, რომ უკრაინაში შეჭრის განზრახვა არ ჰქონდათ. ახლა რუსეთი ირწმუნება, რომ თავდასხმები არარეალურია ან არ მომხდარა. რუსეთი იმასაც ირწმუნება, რომ უკრაინა საკუთარ თავს, საკუთარ ხალხს, საკუთარ დემოკრატიას ესხმის თავს და საკუთარ შენობებს ბომბავს. ეს ტყუილები ყველა ლოგიკას, მტკიცებულებას და საღ აზრს ეწინააღმდეგება. რუსეთი წმინდა წყლის დეზინფორმაციას ავრცელებს. სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ამ ომის ერთადერთი დამნაშავეა. ძნელია გავიგოთ, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი ისევ განაგრძობს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, რომ შეჩერდნენ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - წევრებმა რუსეთს ცალსახად უნდა მოუწოდონ, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ." - განაცხადა ლინდა თომას გრინფილდმა.