04 მაისი 2024,   16:17
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილს დაარტყეს, რომელიც ევაკუაციის მიზნით მოძრაობდა - გარდაიცვალა 1 და დაშავდა 6 ადამიანი

ცეცხლის შეწყვეტის დროს, რუსმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღის გამოყენებით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილს დაარტყეს. ინფორმაცია "აზოვის" ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული მანქანა ქარხნიდან ევაკუაციის მიზნით, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა. სროლის შედეგად დაიღუპა 1 მებრძოლი და დაიჭრა 6.

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უსაფრთხოების გარანტიებს.

დღის ამბები