04 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი "კურიერის" ობიექტივში

7-ზე მეტი ბესტსელერად ქცეული რომანის ავტორი ფედერიკ ბეგბედერი საქართველოში რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, მიზეზი მხოლოდ ახალი რომანის პრეზენტაცია არ ყოფილა, ბეგბედერს ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათად ქცეული ხაჭაპურიც მოენატრა.

ცნობილი ფრანგი მწერალი მკითხველთან შესახვედრადაც იცლის და საქართველოს კუთხეების გაცნობასაც ასწრებს. ფრედერიკ ბეგბედერმა დრო გამონახა "კურიერთან" შესახვედრადაც. როგორც მწერალი ფიქრობს, პოპულარობას იმდენად სწრაფად მიაღწია, რომ გარდაცვალების შემდეგ შესაძლოა დაივიწყონ. ახალ რომანი კი, რომელიც ქართულად უკვე ითარგმნა, მსოფლიო პანდემიის დროინდელ რეალობას აღწერს, როდესაც სახლში გამოკეტილი ადამიანები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში დაბრუნებას მომავალ წელს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გეგმავს, შესაძლოა ამ პერიოდში მან მკითხველს კიდევ ერთი ბესტსელერი შესთავაზოს.

დღის ამბები