15 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"პუტინი ისტორიის ყველაზე უარესი მასობრივი მკვლელია" - კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტზე რუსეთის ომის დანაშაულებების შესახებ მოსმენა გაიმართა

უკრაინა, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობს, უკრაინულ მხარესთან კი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოება. ჰელსინკის კომისიის შემდეგ, დღეს მოსმენა მოიწვია კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმაც. მოსმენაზე მძაფრი განცხადებები გაკეთდა, ითქვა ისიც, რომ პუტინი ისტორიის ყველაზე უარესი მასობრივი მკვლელია.

კონგრესმენმა პენსილვანიის შტატიდან, ბრაიან ფიტზპატრიკმა თქვა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულების დიდი ისტორია აქვს და დადგა დრო იგი გასამართლდეს.

"რუსეთის ფედერაციას სამხედრო დანაშაულების ჩადენის დიდი ისტორია აქვს. ანგარიშვალდებული არასოდეს ყოფილა და ეს უნდა შეიცვალოს. მეტიც, ვერ ვხედავთ რამე ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს მომავალში თავდასხმების შეწყვეტას აპირებდეს. უკრაინელი ხალხი სამართალს იმსახურებს და მოვიდა დრო, რუსეთი შემზარავი ქმედებებისთვის გასამართლდეს," - განაცხადა ფიტზპატრიკმა.

მისურის შტატის კონგრესმენის ენ ვაგნერის განცხადებით, ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტია პუტინის სამხედრო დანაშაულების გასასამართლებლად.

"ათწლეულებია, მსოფლიო უყურებს ქვეყანას, რომელიც სიკვდილის კულტს და ძალადობას უჭერს მხარს. ახლა ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტია და პუტინის სამხედრო დანაშაულების გასასამართლებლად, სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო. პუტინმა დაადასტურა, რომ ისტორიის ყველაზე უარესი მასობრივი მკვლელია. ის უნდა შევაჩეროთ და დავსაჯოთ," - ამბობს ვაგნერი.

დღის ამბები