03 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
Nike-მა მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია "Nike" რუსულ საფეხბურთო კლუბ, მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობაs წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.

"კომპანიამ კლუბს შეატყობინა, რომ გუნდთან სპონსორობის ხელშეკრულება "უეფას" მიერ დაწესებული სანქციების გამო გაწყვიტა , რომლის მიხედვითაც მოსკოვის სპარტაკს მომდევნო სეზონში ევროტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. გუნდის მენეჯმენტი მუშაობს იმისათვის, რომ ახალი სპონსორი იპოვოს, რომელიც სპარტაკისთვის სათამაშო ფორმებსა და სხვა სახის ეკიპირებას დაამზადებს",- ვკითხულობთ მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომპანია Nike გუნდის სპონსორი 2005 წლიდან იყო. 

დღის ამბები