20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
დედაქალაქის საკრებულოში "ვეფხისტყაოსნის" აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ვეფხისტყაოსნის აფხაზურენოვანი გამოცემა - 1941 წელს, აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" ფოტოტიპური ვერსია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

პრეზენტაციას ორგანიზატორებთან ერთად, საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებაში,  დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა.

დღის ამბები