მოსკოვი ისევ იმუქრება.
"ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში გაწევრიანებას," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
"სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატოს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ - ეს ცალკე საკითხია. ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,"- განაცხადა რიაბკოვმა.