20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ბორჯომის" თანამშრომლებთან დაანონსებული შეხვედრა არ შედგა - რა მოთხოვნა აქვთ კომპანიის თანამშრომლებს

"ბორჯომის" თანამშრომლებთან დაანონსებული შეხვედრა დღეს არ შედგა. კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შესახვედრად, პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულები არ შევიდნენ.

მათი განმარტებით, დირექტორმა შეხვედრაზე მხოლოდ მოქმედი თანამშრომლები მიიწვია, 49 გათავისუფლებული პირისთვის კი არ დაურეკავს.

ამბობენ, რომ ივანე მაჭავარიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ მათთან ერთად დათხოვილი თანამშრომლებიც იქნებიან.

როგორც "ბორჯომის" თანამშრომლები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი გათავისუფლებული 49 პირის სამსახურში დაბრუნებას, ძველი კონტრაქტით მუშაობის გაგრძელებას და ხელფასის 30%-იან მატებას ითხოვენ.

დღის ამბები