უკრაინაში რუსეთის ომის 84-ე დღე დაიწყო.
სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 4.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს. ამ ეტაპზე ბრძოლა 4 ადგილას გრძელდება.
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსების 15 საჰაერო სამიზნე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მარიუპოლში წყლის მომარაგების სისტემის განადგურების გამო, შესაძლოა ქალაქში ინფექციური დაავადებები, კერძოდ ქოლერა გავრცელდეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
უკრაინის მხარდასაჭერად 150 მილიონ ევროს გამოყოფს გერმანია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ანალიზისთვის ახალ პროგრამას იწყებს.
უკრაინაში 42-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.
საფრანგეთის პრეზიდენტი კი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით იარაღს გამოუყოფს.