რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწებულებაში, პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მათთვის ქართული ოპოზიციური სპექტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაცია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო - ნიკა გვარამია კობა ნაყოფიამ მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ გვარამია, მის დაკავებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მკაცრ რეაქციებს ელოდება.
ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ გაკეთებული განცხადებები, რომ უკვე ძალაში შესულ განაჩენზე გავლენას ვერ იქონიებს, ეს დღეს ”ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთხელ აღნიშნეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რეაქციები ხელისუფლებაზე წნეხს ვერ მოახდენს.
ნიკა გვარამიას დაკავებას, პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს ოპოზიცია და მისი განთავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ სტრატეგია, რომელიც ახლა "ნაციონალურ მოძრაობის" ნაწილს აქვს არჩეული, მიზნის მიღწევას არარეალურს ხდის.
ნიკა გვარამიას მხადამჭერების მიერ არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე მიუთითებს მმართველი გუნდიც. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს ურჩევენ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრის ნაცვლად იმ მიზეზებზე გაამახვილონ ყურადღება, რის გამოც ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ორშაბათს შეეფარდა. სასამართლომგ ვარამია იგი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო.