



ბუჩას კადრების შემდეგ, დღესვე გავრცელდა ქალაქ რუბიჟნეს ახალი კადრები,რომელსაც უკრაინაში მეორე მარიოპოლი უკვე უწოდეს. დასახლება თითქმის მთლიანად განადგურებულია.
უკრაინის რეგიონების ნაწილში დაბომბვა არ წყდება - ჟიტომირის ოლქში ორი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია რუსმა სამხედროებმა 2 რაკეტა ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება .
ბოლო 24ი საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში ოთხი რუსული რაკეტა ისროლეს. ოლქის გუბერნატორის თქმით, ბახმუტში იერიშების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად განადგურებულია.
ამასთან, სუმში, იერიში ტროსტია-ნეცის საავადმყოფოზე, ტანკებიდან მიიტანეს.