26 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
მკვლელობა სოფელ აკურაში - დაპირისპირებისას სანადირო თოფით ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაიჭრა

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ აკურაში დაპირისპირებისას ერთი ადამიანი მოკლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობებით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. 

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე პოლიცია მუშაობს. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

დღის ამბები