ზუგდიდის სკეიტ პარკში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ქალებმა, ასევე, საზოგადოების სხვა წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თბილისში ქმრის მიერ 31 წლის ზუგდიდელი სოფო კვარაცხელიას მკვლელობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ისინი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად გამოვიდნენ და გმობენ ფემიციდის ფაქტებს.
"არ მომიკლა დედა", "არ გაწირო, არ გაჩუმდე", "შენი სიჩუმე კლავს", - აქციის მონაწილეებს ამ შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ მიტანილი, სიმბოლურად კი შავი სამოსი ეცვათ.