25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ავარია ავტობანზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავდა 5

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი.

შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

დღის ამბები