კიდევ ერთი მასობრივი სამარხი მარიუპოლში, აღმოჩენილია დაახლოებით 200 მოქალაქის ცხედარი - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ავრცელებს.
"რუსები შეეცადნენ, ადგილობრივებს თავად გაეწმინდათ ტერიტორია, უარის შემდეგ, მათ უბრალოდ მიატოვეს ადგილი," - აღნიშნულია გერაშენკოს "ტვიტში".
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სარკინიგზო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აგრესორებმა, დონეცკსა და ლუჰანსკში დასახლებები დაბომბეს. დაიღუპა 7 და დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. იერიშის შედეგად დაზიანდა 63 შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, საბავშო ბაღი, აფთიაქი და ბანკი.