22 დეკემბერი 2024,   11:12
ვრცლად
ტრაგედია აშშ-ში - 18 წლის მოსწავლემ სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი მოკლა

ტრაგედია ამერიკის შეერთებულ შტატებში - დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი - მათ შორის 18 ბავშვი.

შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მოხდა. ცეცხლი 18 წლის ახალგაზრდამ, სალვადორ რამოსმა გახსნა. მოკლულთა შორის 2 მასწავლებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

უვალდეს საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 დაშავებული მოსწავლე. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

დღის ამბები