თბილისთან და რუსთავთან ერთად დილიდან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სხვა ქალაქებშიც.
მათ შორის არის ქუთაისი. ქალაქის ცენტრში წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და სპექტაკლები ღია ცის ქვეშ; ფილმის ჩვენება მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში. ღონისძიებები ღამით, გალა-კონცერტით დაიხურება.
ასევე, სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილია ზუგდიდსა და თელავში.