13 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინება სურს - ზელენსკი

რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინება სურს - უკრაინის პრეზიდენტმა ომის 91-ე დღის შემაჯამებელ ვიდეოში ის დასავლელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს.

უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს ომში გასამარჯვებლად შეზღუდვებისა და გამონაკლისების გარეშე სრული დახმარებისკენ მოუწოდებს. ზელენსკი დღეს სიტყვით ლატვიის პარლამენტს მიმართავს.

"რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ამბობს: მოდით გავითვალისწინოთ მისი ინტერესები. წელს დავოსში ეს ისევ გაისმა.

მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას მოხვდა. განადგურებული ქალაქებისა და რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული "ფილტრაციის ბანაკებს" მიუხედავად, მაინც დავოსში მაგალითად, ღრმა წარსულიდან გამოდის ბატონი კისინჯერი და ამბობს, რომ უკრაინის ნაწილი რუსეთს უნდა გადაეცეს, რათა არ მოხდეს რუსეთის გაუცხოება ევროპიდან.

ყველა ამ გეოპოლიტიკური სპეკულაციის მიღმა, რომელიც უკრაინას ურჩევს რაღაცის დათმობას რუსეთისთვის, "დიდი გეოპოლიტიკოსებს" არ სურთ უბრალო ხალხის დანახვა. ჩვეულებრივი უკრაინელების. მილიონობით ადამიანის, ვინც რეალურად ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომლის გაცვლასაც მათ მშვიდობის ილუზიაში სთავაზობენ.

ყოველთვის უნდა დაინახოთ ხალხი და გახსოვდეთ, რომ ღირებულებები მხოლოდ სიტყვა არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავს, წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ჯარების სასტიკ შეტევას აღმოსავლეთში. ზოგიერთ ნაწილში მტერი არსებით უპირატესობას აღწევს ჯარისკაცების რაოდენობით და აღჭურვილობით.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება პარტნიორების დახმარება, განსაკუთრებით იარაღით," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები