საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ გორში. დილიდან გადაკეტილია ქალაქის ცენტრალურ მოედანი, სადაც წარმოდგენილია სამხედრო შეიარაღება და ჯავშანტექნიკა, ასევე სოფლის მეურნეობის და ადგილობრივ მეწარმეთა კუთხეები.
მოწყობილია გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივი ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიებაზე ხალხმრავლობაა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.