15 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის - პუტინი იტალიის პრემიერ-მინისტრს

რუსეთი მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოუხსნის - პუტინმა ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ ომისგან გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისი განიხილეს.

პუტინი კრიზისის მიზეზად, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ასახელებს. იტალიის პრემიერი უკრაინული პორტების საზღვაო ბლოკადის საკითხს, ახლო მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს.

დღის ამბები