თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით გაიხსნა. წიგნის მოყვარულებისთვის, "ექსპო ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოელი გამომცემლების სტენდები, ხოლო მეექვსე პავილიონში, საბავშვო წიგნები და აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სცენა როგორც ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე. ფესტივალს ასევე უბრუნდება პროგრამა "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნს.
ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს თურქეთია, რომელთა სტენდზე წარმოდგენილია 10 თურქი გამომცემელი. წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მხარს უჭერს უკრაინას და ადგილზე გამოფენილია რუსეთ-უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციები.
ფესტივალი 29 მაისს დაიხურება.