თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პროცესზე, დაცვის მხარე ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით თანხების გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდების დაბრუნებას ითხოვს.