20 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
ახმეტაში კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აქცია ხმაურით დაიწყო

ახმეტაში კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აქცია ხმაურით დაიწყო. პოლიციამ აქციას ორი პირი განარიდა

ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც ტრანპარანტებით  ხელში "ალტინფოს" ოფისის არსებობას აპროტესტებდნენ,მოძრაობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მათ შორის, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობა. "კონსერვატიული  მოძრაობა" აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მათ შორის სიტუაცია დაიძაბა, რაზეც პოლიციამ ადგილიდან, თავდაპირველად, აქციის მონაწილე განარიდა. თუმცა,მხარეებს შორის კონფლიქტის  გაგრძელების შემდეგ,სამართალდამცველებმა კონსერვატიული მოძრაობის ერთი წარმომადგენელს დაატოვებინეს ტერიტორია და  განყოფილებაში გადაიყვანეს.

"რუსეთი ოკუპანტია", "არა ალტინფოს", "არა მონობას", "არა " რუსეთს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ახალგაზრდების  ჯგუფი  პროტესტის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს,სანამ კონსერვატიული მოძრაობის ოფისი ახმეტაში არ დაიხურება.

თავად მოძრაობის წევრები კი მომხდარს გარკვეული ჯგუფებისგან პროვოკაციად აფასებენ

დღის ამბები