22 დეკემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია მიმდინარეობს ბათუმში, ერთ -ერთი სასტუმროს შენობაში. ადგილზე ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია თურქი ბიზნესმენი.  სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

"კურიერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დღის ამბები