15 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
საქართველო - იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თავთან დაკავშირებით, ზუგდიდში გამოფენა გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში, იაპონელი მხატვრის და ფიროსმანის მკვლევარის, ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა "წმინდა ფიროსმანი" გაიხსნა.

გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების, იაპონიის საელჩოს , კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. მსურველებს გამოფენის დათვალიერება 2 ივლისამდე შეეძლებათ.

დღის ამბები