მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ცა ჩაუკეტეს , - ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში 6-7 ივნისს იგეგმებოდა.
რუს დიპლომას შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები უნდა განეხილათ. განხილვის ერთ - ერთი თემა, ბალკანეთის რეგიონში არსებული სიტუაციაა. ლავროვის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.