ვაშლოვანში, არწივის კანიონზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დამატებითი ეკოტურისტული სივრცე მოეწყო, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით.
ერთ კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი.
შესრულებული ეკოტურისტული სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.