"რუსები უკრაინაში თავს ესხმიან საავადმყოფოებს, სკოლებს და ეკლესიებს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, შტატები უკრაინას მხარს უჭერს არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არამედ უსაფრთხოების კუთხითაც, რასაც დიდი გავლენა აქვს უკრაინელებისთვის, ქვეყნის დასაცავად.
"ძალადობა და თავდასხმები ისევ გრძელდება, უკრაინაში იღუპებიან და იჭრებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსებმა გაანადგურეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და თავს დაესხნენ სამოქალაქო საავადმყოფოებს, სკოლებს, რელიგიური ადგილებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელთა მხარდაჭერას ეკონომიკური, ჰუმანიტარული კუთხით. ამავდროულად გავაგრძელებთ იმას, რასაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვაკეთებთ, ფინანსურ სანქციებსა და რუსეთის ექსპორტის კონტროლს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.